"ახალი მემარჯვენეები" კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვაში აქტიურად აპირებენ ჩართვას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელზედაც საკონსტიტუციო კომისიამ უკვე ერთი წელია მუშაობს. კერძოდ, ეს ეხება, როგორც ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილების, ხელისუფლებისა და თვითმართველობის ორგანოების გამიჯვნის და მთელ რიგ სხვა საკითხებს.
"როგორც იცით, საკრებულოში ალიანსში შემავალი პარტიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად გაერთიანების დაშლისა, საკრებულოში ფრაქცია შეექმნათ, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. ამიტომ "ახალი მემარჯვენეები" ვაპირებთ, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად საკრებულოს ტრიბუნას აქტიურად გამოვიყენებთ", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, რეგიონებში ადგილობრივი ორგანიზაციების კიდევ უფრო გაძლიერება იგეგმება და ამ მიზნით, ზაფხულის განმავლობაში პარტიის ლიდერები რეგიონებსაც ესტუმრებიან.