ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის არჩევნებისათვის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის"'საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. ამის შესახებ ცესკოში გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუმარტეს, საარჩევნო ბლოკ "ეროვნული საბჭოდან" ნოღაიდელის პარტიის გარიცხვის შესახებ განცხადებით ბლოკში შემავალმა "ხალხის პარტიამ' და "კონსერვატორულმა პარტიამ" მიმართა.
"იმ შემთხვევაში, თუ თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური არჩევნები დაინიშნება "ეროვნული საბჭოს" სახელით მხოლოდ მასში დარჩენილი ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცესკოს პრესსამსახურის უფროსმა ჯული გიორგაძემ.