დონალდ ტრამპი ლონდონს ოფიციალური ვიზიტით 2018 წელს ეწვევა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თეთრი სახლის ლიდერმა ბრიტანეთის დედოფლის მიწვევა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო, რაც ლონდონსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გააპროტესტეს. ბრიტანული პრესა იმასაც წერდა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების გამო ტრამპს ლონდონში ჩასვლა არ სურდა.