სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია პორშემ გაყიდვების რეკორდი მოხსნა. ნახევარი წლის განმავლობაში მსოფლიოში პორშეს მარკის 126 497 მანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7 პროცენტით აღემატება. ყველაზე მეტი რაოდენობით პორშემ Macan-ის მოდელი გაყიდა.