პირები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეობაზე უარს იტყვიან, რუსეთის მოქალაქეობას დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ახალი რეგულაციის ამოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ მილიონზე მეტ უკრაინელს ცხოვრებას გაუადვილებს. შესაბამის კანონპროექტს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მეორე მოსმენით განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი რეგულაცია ამოქმედდება, უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მისარებად შს სამინისტროში მხოლოდ წერილობითი განაცხადის შეტანა დასჭირდებათ იმის თაობაზე, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ.