ყავა დაავადებების რისკს ამცირებს. ამ დასკვნამდე ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მეცნიერები მივიდნენ. სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, რომ ის, ვინც დღეში 3 ფინჯან ყავას სვამს, გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. ამავე დასკვნით, ყავა სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის სისტემას აწესრიგებს და სიმსივნით დაავადების რისკსაც ამცირებს.