თურქებმა სირიის სასაზღვრო რაიონში ქურთისთანის შრომის პარტიის 11 მებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ თურქეთის არმიის პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები მარდანში ქურთების ორ საარტილერიო პოზიციაზე განხორციელდა. ჰაკარის რაიონში კი თურქებმა გვირაბი დაბომბეს, სადაც ქურთული პატრული აფარებდა თავს. ქურთისტანის შრომის პარტია ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.