მოსკოვი უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურის დატყვევების ფაქტს კვლავ კატეგორიულად უარყოფს. თავდაცვის უწყების განცხადებით, ვიქტორ აგეევი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტორად არ მსახურობდა. 22 წლის აგეევი უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში 27 ივნისს დაატყვევეს. უკრაინული ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ ნოვოჩერკასის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.