ბათუმსა და თურქეთის ქალაქ ორდუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც დღეს ორდუს მერია და ბათუმის მერის რობერტ ჩხაიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ქალაქების თანამშრომლობა სამომავლოდ ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ სფეროებში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში თურქეთის ქალაქ ორდუს დელეგაცია ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში თურქი სტუმრები ქალაქის საინვესტიციო გარემოს გაეცნენ, საღამოს კი ღამის ბათუმს დაათვალიერებენ.
დელეგაცია ბათუმს დღესვე დატოვებს.