თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მომზადებულ სანქციათა პაკეტს მხარსუჭერს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარკ შორტმა განაცხადა. მისივე თქმით, თეთრი სახლი სრულად ეთანხმება კონგრესის მიერ მომზადებულ პროექტს, რომელსაც დემოკრატებთან ერთად რესპუბლიკელი კონგრესმენებიც დაუჭერენ მხარს. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიმართ სანქციები 20 ივნისს გააფართოვა. ე.წ. შავ სიას 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შეემატა.