უკრაინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად დამატებით 60 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გაგრძელდება ადგილობრივი წარმოების ჯავშანტექნიკის, „ოპლოტის“ტიპის ტანკებისა და თანამედროვე რაკეტების წარმოება. ასევე დაჩქარდება რადიოელექტრონული ტექნიკისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოდერნიზების პროცესი.