ნატოს გენერალური მდივნისთვის ცნობილია, რომ ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინა ალიანსის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„ნატოს, როგორც ორგანიზაციას, საკუთარი იარაღი არ გააჩნია. წევრ ქვეყნებს კი საკუთარი შეიარაღებული ძალები ჰყავთ და თანამედროვე იარაღიც აქვთ. ვიცი, რომ უკრაინა მათთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მე ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან ადრეც არაერთგზის განვიხილე,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.