ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითს, ყატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. ტილერსონის ვიზიტი დღეს დაიწყება და 4 დღეს გასტანს. ვიზიტის მიზანი ყატარის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაა. არაბულმა ქვეყნებმა ყატარი ერთი თვის წინ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და დოჰასთან დიპლომატიური კავშირი შეწყვიტეს.