მანილის ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბეჰემოტი გარდაიცვალა. 65 წლის ბერტა, რომელიც 2,5 ტონას იწონიდა, დღეს დილით ვოლიერში გარდაცვლილი იპოვნეს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ჰიპოპოტამი ვოლიერში გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.