ტოკიოში არტ აკვარიუმის ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც ოქროს თევზზე ზღაპრის ერთგვარი თანამედროვე ვერსიაა. კონცეფციის ავტორი ჰიდეტომო კიმურაა, რომელმაც უზარმაზარ ინსტალაციაში თანამედროვე ტექნოლოგიები, ლაზერი და ვიდეომაპინგი გამოიყენა. ულამაზესი ინსტალაციის ხილვა მსურველებს 24 სექტემბრამდე შეეძლებათ.