საბერძნეთის კუნძულ ზაკინტოსზე 22 წლის ამერიკელი ტურისტი გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, ის სავარაუდოდ, ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. წინასწარ განზრახვით მკვლელობაში კუნძულის 8 მცხოვრებია ეჭმიტანილი. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს ტურისტის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მას აფექტურ მდგომარეობაში მყოფი დაესხა თავს.