"თუ საჭირო იქნება, მოსკოვი აშშ-ში დაკავებულ და ჯაშუშობაში ბრალდებულ თავის მოქალაქეებს, ყველა საჭირო დიპლომატიურ დახმარებას გაუწევს", _ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"რაც შეეხება რუსი მოქალაქეების დაცვას საზღვარგარეთ, ეს წმინდა მოვალეობაა ჩვენი დიპლომატიური უწყებებისა და მისი საკონსულო დაწესებულებების. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი დახმარების გაწევა საჭირო გახდება, ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სრული მოცულობით განვახორციელებთ", _ აცხადებს ნესტერენკო და აღნიშნავს, რომ მოსკოვი აგრძელებს მოთხოვნას აშშ-ის მხრიდან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შესახებ.