კალიფორნიაშინ ტყის ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისათვის სანტა-ბარბარაში ხანძრის 17 კერაა დაფიქსირებული. ცეცხლმა 93 კვადრატული კილომეტრის ფართობი გაანადგურა. დამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი. არიან დაშავებულებიც. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.