რუსეთს შესაძლოა ნატოში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ჰყავდეს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ გრუშკოს უფლებამოსილება ამოეწურება, რუსეთმა ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში ახალი წარმომადგენელი შესაძლოა აღარ დანიშნოს, რასაც რუსული მხარე ნატოს არაკონსტრუქციული მოქმედებებით ხსნის.