ავსტრიის ხელისუფლებამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიჰათ ზეიბექჩის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა მართლაც აუკრძალა თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა“, - აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
მისი განმარტებით, თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ავსტრიაში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში სურდა მონაწილეობის მიღება, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ავსტრიის საზოგადოებრივი წესრიგისთვის.