სტამბოლის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. აქტივისტებმა საჯარო სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლებები და მოქალაქეების დაკავებები გააპროტესტეს. მანიფესტაციას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აქციის მონაწილეები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მიტინგის ორგანიზატორი სახალხო რესპუბლიკური პარტია ოპოზიციური საქმიანობის საზღვრებს გასცდა.