ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის დედაქალაქს ეწვია. რამზი ეზელდინმა „გაეროში“ სირიის დროებით წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასადის სამთავრობო არმიასა და ამბოხებულებს შორის ბუფერული ზონის გაკონტროლების საკითხი იყო. შეთანხმებას დიდი ოცეულის სამიტზე პუტინმა და ტრამპმა მიაღწიეს. საზავო შეთანხმება 24 საათზე მეტია, მოქმედებს. ბუფერულ ზონას იორდანია აკონტროლებს. სირიის სამოქალაქო ომმა 6 წლის განმავლობაში 300 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.