ლონდონში ისევ ხანძარია. ქალაქის ჩრდილოეთით, ქემდენში მდებარე დახურული ბაზრის შენობას ცეცხლი რამდენიმე საათს წინ გაუჩნდა. შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო ჯგუფი იმყოფება. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა ვითარების კონტროლქვეშ აყვანა მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.