"ლეიბორისტული პარტია" საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის კანონგარეშე გამოცხადებას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება'პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ გააკეთა.
"შალვა ნათელაშვილი აშშ-ს და ევროპულ ქვეყნებში ვიზიტით გაემგზავრა, რათა 21-ე საუკუნის საქართველოში არ მოხდეს მსოფლიო ისტორიაში არნახული საკონსტიტუციო ვანდალიზმი, რომლის საშუალებითაც სააკაშვილი პატარა იმპერატორად გამოჩეკას აპირებს", - განაცხადა ძაგანიამ.
მისვე თქმით, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვები დემოკრატიული ქვეყნების მეთაურებსაც გაეგზავნათ.