რუსეთს სანქციები მას შემდეგ გაუუქმდება, რაც უკრაინისა და სირიის კონფლიქტები მოგვარდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრისას სანქციების თემა არ განხილულა.
„სანქციებზე არ გვისაუბრია. არაფერი იქნება, სანამ უკრაინისა და სირიის პრობლემები არ გადაიჭრება,“-აცხადებს ტრამპი.
აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.