აჭარის ბიუჯეტი 15 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, იანვარ-ივლისში ბიუჯეტის გეგმა 48 მლნ. 595 ათასი ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ რეგიონის ბიუჯეტში 55 მლნ. 915 ათასი ლარის აკუმულირება მოხერხდა.
ბიუჯეტის საშემოსავლო და სხგა გადასახადების ნაწილის ზრდის მიუხედავად ექვს თვეში კლებაა დაფისქირებული არაფინანსური აქტივების მიმართულებით, სადაც გეგმა მხოლოდ 96,5 %-ითაა შესრულებული.
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოსავალი ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევიდა, სადაც ექვს თვეში მუნიციპალური ბიუჯეტი 157 %-ითაა შესრულებული. სამაგიეროდ კლება დაფიქსირდა და პრობლემები შეექმნა ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, რომელიც ექვსი თვის მონაცემებით მხოლოდ 79,9 %-ითაა შესრულებული.