აშშ რუსეთს სანქციებს მანამდე არ მოუხსნის, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები არ გათავისუფლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რექს ტილერსონი უკრაინის ლიდერს დღეს კიევში შეხვდა. მხარეებმა დონბასის კრიზისი განიხილეს.