ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ არმიას მოსულის გათავისუფლება მიულოცა. ისლამისტებისგან გაწმენდილ ქალაქში მთავრობის მეთაური თავად ჩავიდა. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერს დაიწყო. მასში არმიის შენაერთებთან ერთად ქურთული რაზმები და ავიაციის კოალიციაც იყო ჩართული.