ერაყში, ქალაქ მოსულისთვის ბრძოლა დასრულდა. BBC-ის ცნობით, ერაყის არმია ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო კერებს ანადგურებს. უახლოეს საათებში ერაყის ხელისუფლება ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს მოსულის გათავისუფლების შესახებ.
ერაყის არმია „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციას გასული წლის ოქტომბრიდან ცდილობს. ერაყის არმიას საერთაშორისო კოალიციური ძალები ეხმარებიან, რომელსაც აშშ-ი ხელმძღვანელობს.
დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 2014 წელს დაამყარა