ოსლოში ღამის კლუბთან მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის 20 წლის ახალგაზრდაა. ცეცხლი მან მას შემდეგ გახსნა, რაც კლუბის დატოვება მოსთხოვეს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.