ჰამბურგში, მასობრივი არეულობებისას 288 ანტიგლობალისტია დაკავებული. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია იტყობინება. ამავე ინფორმაციით, დემონსტრანტებთან შეტაკებისას 285 სამართალდამცველი დაშავდა.
ანტიგლობალისტებმა მასობრივი უწესრიგობებით ჰამბურგში ,,დიდი ოცეულის" სამიტი გააპროტესტეს. მათ სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს და ავტომანქანები დაწვეს.