"არ გამოვრიცხავ, რომ "ეროვნული ფორუმი" ფართომასშტაბიანი აქციების ინიციატორი გახდეს", - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კავკასიის მედიაკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმმა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთო ოპოზიციური ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყო, რომელსაც ჯერ საზოგადოებას და შემდეგ ხელისუფლებასაც გააცნობენ.
"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ჩვენს ინიციატივაზე უარს იტყვის არ გამოვრიცხავ, რომ "ეროვნული ფორუმი" ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობის ინიციატორი გახდეს", - განაცხადა სანიკიძემ.