კრემლის ლიდერმა უკრაინა რუსოფობიაში დაადანაშაულა. საგანგებო განცხადება პუტინმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მათ ერთადერთი საქონელი დარჩათ, რომლითაც ვაჭრობენ. ესაა რუსუფობია. და კიდევ ერთი თემა, რაც მაც სავაჭროდ გაიხადეს, რუსი და უკრაინელი ხალხის განცალკევება და მათ შორის სიძულვილის დათესვაა. ვიღაცას ეს დასავლეთში მოსწონს, ვიღაც თვლის, რომ რუსეთისა და უკრაინის დაახლოება დაუშვებელია. ვფიქრობ, ეს როდესმე დასრულდება. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ამ ყველაფრის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით,“-აღნიშნა პუტინმა.