2010 წლის იანვარ-ივნისში სულ აჭარაში 180920 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 293%-ით მეტია, ხოლო 2008-თან შედარებით კი 256 %-ით მეტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-ივნისში სულ აჭარაში 45990 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-ივნისში კი 50735 ვიზიტორი იმყოფებოდა.
2010 წლის პირველ ექვს თვეში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 42773, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 290 %-ით მეტია, ხოლო 2008-სთან შედარებით კი 219 %-ით მეტი. 2009 წლის იანვარ-ივნისში აჭარას 10970 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2008 წელს კი 13413 ვიზიტორი.