კიევში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. ძლიერი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა.