ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე 20 წუთით დაიგვიანა. დაგვიანების გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა კრემლის ლიდერს მოუბოდიშა. „სამწუხაროდ, დამაგვიანდა, რადგანაც კოლეგებთან ერთად კლიმატურ საკითხებს განვიხილავდი,“-განაცხადა მაკრონმა, რასაც პუტინის რეპლიკა მოჰყვა: „იმედია, ამიერიდან კარგი კლიმატი გვექნება.“ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.