2019 წლის დიდი ოცეულის სამიტს იაპონია უმასპინძლებს. ამის შესახებ ჰამბურგის სამიტის დასკვნით დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც დღის ბოლოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაასაჯაროებს. ცნობილი ხდება 2020 წლის სამიტის ჩატარების ადგილიც. დიდი ოცეულის შეხვედრა 3 წლის შემდეგ საუდის არაბეთში გაიმართება.