ერაყის არმიამ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ 35 მებრძოლი გაანადგურა. ისლამისტები ქალაქის დატოვებას უსაფრთხოების დერეფნით ცდილობდნენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია თითქმის ერთი წელია, გრძელდება. მასში სახელისუფლო ძალებთან ერთად ქურთული რაზმები და კოალიციის ავიაციაც არის ჩართული. არმიის შენაერთები ქალაქს "ისლამური სახელმწიფოს" ნარჩენებისგან წმენდენ.