მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ხალმააგიინ ბატუგლამ გაიმარჯვა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ხმა 50,6-მა პროცენტმა მისცა, მის კონკურენტს, პარლამენტის სპიკერს, მიეგომბინ ენხბოლდს კი მხარი 41,2-მა პროცენტმა დაუჭირა. გამარჯვებული კანდიდატი ამომრჩევლებს საგარეო ვალების დაფარვას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა.