დღეს დილისთვის ჰამბურგში ვითარება სტაბილურია. პოლიციამ ქალაქის ქუჩებზე კონტროლი აღადგინა. ღამით სამართალდამცველებმა კიდევ 102 აქტივისტი დააკავეს. დაშავებულ პოლიციელთა რაოდენობა 200-ს აღწევს. დარბეულია ასობით სავაჭრო დაწესებულება. დამწვარია ავტომანქანები. მასობრივი არეულობები ჰამბურგში 6 ივლისს დაიწყო. ანტიგლობალისტები დიდი ოცეულის სამიტს აპროტესტებენ.