ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთისა და აშშ პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ პუტინს და ტრამპს შეხვედრის დასრულება არ სურდათ.
„ისინი ისე იყვნენ საუბარში ჩართულნი, რომ არცერთს არ სურდა საუბრის შეწყვეტა. მათ ერთმანეთს გაუგეს,“-აღნიშნა რექს ტილერსონმა.
პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.