დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.
„მე მქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება აშშ პრეზიდენტთან. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის სირია და უკრაინაც. ასევე განვიხილეთ ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები,“-აღნიშნა პუტინმა.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.