ჰამბურგში ორდღიანი მასობრივი არეულობების შედეგად 196 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია სოციალურ ქსელ ტვიტერის გვერდზე იტყობინება. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 83 ადამიანი. მასობრივი უწესრიგობები ანტიგლობალისტებმა დიდი ოცეულის სამიტზე მოაწყვეს. მათ სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს და ქუჩებში ავტომანქანები დაწვეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.