ლიტვაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე გაასამართლეს. ნიკოლაი ფილიპჩენკოს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ფილიპჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტია. ის ლიტვური სპეცსამსახურების თანამშრომლების გადაბირებას და პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს კაბინეტში სასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა.