მარია გაბრიელი ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოებრის საკითხებზე ევროკომისრად დანიშნეს. გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო. პოსტი მას ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა შესთავაზა, მას შემდეგ, რაც გაბრიელის კანდიდატურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა წამოაყენა. მარია გაბრიელს ერთიანი ციფრული ბაზრის სტრატეგიის რეალიზებაზე მუშაობა დაევალება, რომელიც ევროკომისართა საბჭომ 2015 წელს შეიმუშავა. მარია გაბრიელი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში თანამომხსენებელი იყო და ვიზალიბერალიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.