აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სომხურ პოზიციებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „დარტყმების შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ძალები, სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურული ობიექტები,“-ნათქვამია უწყების განცხადებაში. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხური მხარე აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციოას გეგმავდა, რისი საშუალებაც არ მიეცა.