ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში. მიწისქვესა ბიძგების სიძლიერემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის ეპიცენტრი მანილიდან 600 კილომეტრის დაშორებით, ლიტის პროვინციაში მდებარეობდა.