ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მიესალმება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროპა თეთრი სახლისგან ამ ინიციატივას დიდი ხანია ელოდა, თუმცა საკითხავია, ეს ტრამპის ერთჯერადი განცხადებაა, თუ ვაშინგტონის ხანგრძლივმოქმედი პოლიტიკა. ტრამპმა ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე პოლონეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.