"სახელმწიფო მართვაში არსებული სამედიცინო დაწსებულებების მენეჯმენტი შესაძლოა უცხოურ კომპანიებს გადაეცეთ", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, სანდრო კვიტაშვილმა დღეს, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან დეპუტატებს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის მიმდინარეობა გააცნო.
მისი თქმით, მთავარი აქცენტი კეთდება ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობაზე, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ. თუმცა როგორც იგი აღნიშნავს, ამის პარალელურად, არსებობს იდეა, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოები, რომლებიც სახელმწიფო მართვაშია მათი მენეჯმენტის განხორციელბა გამოცდილ კომპანიებს სთხოვონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვიტაშვილის თქმით ,ეს არის ჯერჯერობით მხოლოდ იდეა და სხვა კონკრეუტლი დეტალები არ არის ცნობილი. სწორედ ამიტომ მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა.