აშშ-ის პრეზიდენტი „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბევრი გვაქვს განსახილველი“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, არ აღელვებს არაობიექტური მედიის აზრი და ის ამერიკას კვლავ დიადს გახდის
„ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. ჩვენ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით“, - დასძინა მან.
დღეს, ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი გაიხსნება. 2016 წლის 1 დეკემბერს „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გერმანია გახდა.